აირჩიეთ ენა

mic

Უძღები Შვილი

Უძღები Შვილი

მონახაზი: Story of the prodigal son dramatized, with application. Invitation and sinner's prayer. There are several versions of this; some have direct Scripture quotes; others paraphrase.

სკრიპტის ნომერი: 108

Ენა: Georgian

თემა: Living as a Christian (Repentance, Leaving old way, begin new way, Forgiveness, Joy, happiness, rejoicing); Character of God (Love of God, Grace and Mercy, Nature, character of God)

აუდიტორია: General; Christian; Western

მიზანი: Evangelism; Teaching

Features: Monolog; Bible Stories; Minimal Scripture

სტატუსი: Approved

სკრიპტები არის ძირითადი სახელმძღვანელო სხვა ენებზე თარგმნისა და ჩაწერისთვის. ისინი საჭიროებისამებრ უნდა იყოს ადაპტირებული, რათა გასაგები და შესაბამისი იყოს თითოეული განსხვავებული კულტურისა და ენისთვის. ზოგიერთ ტერმინს და ცნებას შეიძლება დასჭირდეს მეტი ახსნა ან ჩანაცვლება ან მთლიანად გამოტოვება.

სკრიპტის ტექსტი

იყო ერთი კაცი, რომელსაც ყავდა ორი ვაჟი. ერთ დღეს მივიდა უმცროსი ვაჟი მამასთან და უთხრა: მამა, მომეცი ჩემი წილი ქონებისა. მამამ გაყო თავისი ქონება და მისცა უმცროს ვაჟს თავისი წილი.
აიღო თავისი წილი უმცროსმა ვაჟმა და წავიდა. გამოხდა ხანი. გაფლანგა მთელი თავისი ქონება თავქარიან ცხოვრებაში. ამ დროს შიშილი ჩამოვარდა იქ და ღორების მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. ენატრებოდა ღორების საჭმელი ეჭამა და კუჭი ამოევსო. იფიქრა ერთ დღე. მამაჩემის სახლში ბევრი მსახურია, მათ საჭმელ–სასმელი უხვად აქვთ. მივალ მამაჩემთან და ვეტყვი. მამა შევცოდე შენსა და ღვთის წინაშე, მომეცი ნება უკან დავბრუნდე და მოჯამაგირედ დაგიდგე. ასეც მოიქცა ვაჟი.
ჯერ კიდევ არ მიახლოვებოდა სახლს, რომ მამაისმა შენიშნა ის და გაიქცა მის შესაგებებლად. მივიდა და გულში ჩაიკრა შვილი.
უთხრა შვილმა: „მამა შევცოდე შენსა და ზეცის წინაშე. არ ვარ ღირსი შენს შვილად ვიწოდებოდე.“ მაგრამ მამამ ბრძანა : მოეტანათ მისთვის კარგი შესამოსელი და ჩაეცვათ, საუკეთესო სანდლები მოეტანათ. დაეკლათ ნასუქი ხბო, გაეკეთებინათ ბეჭედი თითზე და გაემართათ ნადიმი.“ მკვდარი იყო ჩემი შვილი და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და დაბრუნდა, უნდა ვიხაროთ ამ ამბით.
ეს ამბავი მოუთხრო უფამა ხალხს იმის მისანიშნებლად, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ ცოდვილები, მისი შვილები. ის მოწყალე მამა არის ამ ამბავში. ჩვენ კი ცოდვილი უძღები შვილები. და გველის როდის მიუბრუნდებით მას. ყოველი ცოდვილის მონანიებას და სახლში დაბრუნებას ზეცა სიხარულით ხვდება. მას არ სურს რომ ცოდვის გამო დავისაჯოთ, მოვხვდეთ ჯოჯოხეთში. ის შემბრალე და სულგრძელი ელოდება თავის შვილებს როდის დაუბრუნდებიან სწორ გზას, როდის იტყვიან უარს ცოდვაზე და შეუდგებიან ღვთის გზას. ჩვენ უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვები, მოვინანიოთ და ვთქვათ: უფალო ღმერთო , მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, მე მწამს იესოსი, რომ ის მოკვდა ჩემთვის, ეწამა და ჯვარს ეცვა ჩემი ცოდვების გამო. გევედრები მომიტევე და შემიწყალე იესო ქრისტეს გამო,მე უარვყოფ ჩემს განვლილ ცხოვრებას და მინდა გავყვე იესოს. მინდა რომ ის ჩემი მამა იყოს. მიმიღე შენს დაკარგულ ძედ, იესო ქრისტეს სახელით , იესო ქრისტეს გამო. ამენ.“

Დაკავშირებული ინფორმაცია

სიცოცხლის სიტყვები - აუდიო სახარებისეული ცნობები ათასობით ენაზე, რომლებიც შეიცავს ბიბლიაზე დაფუძნებულ ცნობებს ხსნისა და ქრისტიანული ცხოვრების შესახებ.

Choosing the audio or video format to download - What audio and video file formats are available from GRN, and which one is best to use?

Copyright and Licensing - GRN shares its audio, video and written scripts under Creative Commons